თავდაცვის სამინისტრო

თავდაცვის სამინისტროში დათხოვნილი კადრები ბრუნდებიან

საქართველოს თავდაცვის სამინისტროში დათხოვნილი კადრები ბრუნდებიან. როგორც სამინისტროს პრესსამსახური იუწყება, საქართველოს შეიარაღებულ ძალებში აღდგენისა და დასაქმების თხოვნით სამინისტროს 3 323 პირმა მიმართა. 

არსებული ინფორმაციით, 435 პირი უკვე აღდგენილია, ხოლო 500-მდე ადამიანი დანიშვნის პროცედურებს გადის.

გაერთიანებულ შტაბში შექმნილი სპეციალური სამუშაო ჯგუფი აღნიშნული განცხადებების მიღებას 22 თებერვლიდან შეწყვეტს. ამ ტიპის განცხადებებს, მომავალში, თავდაცვის მინისტრის ბრძანებით შექმნილი თანამდებობრივი საკვალიფიკაციო კომისია განიხილავს. 

კომენტარები