სომხეთი

საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმის მიცემა დასრულდა

სომხეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმის მიცემა დასრულდა. ეგზიტპოლის მიხედვით, არჩევნებში სომხეთის მოქმედი პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი ლიდერობს. ეგზიტპოლი კვლევითმა ორგანიზაცია Baltic Surveys/The Gallup-მა სომხეთის სოციოლოგთა ასოციაციის დაკვეთით ჩაატარა. თუ არჩევნების შედეგი ეგზიტპოლის შედეგების მსგავსი იქნება, ქვეყანაში არჩევნების მეორე ტურის დანიშვნა საჭირო აღარ გახდება.

ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, სერჟ სარგსიანმა ამომრჩეველთა ხმების 58% მიიღო. მეორე ადგილს ოპოზიციური პარტია მემკვიდრეობის საპრეზიდენტო კანდიდატი რაფი ოვანესიანი იკავებს. მას ხმების 32% ერგო. საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას 7 კანდიდატი იღებდა.

არჩევნებზე ამომრჩეველთა 50% მივიდა. მთელი ქვეყნის მასშტაბით სულ 1988 საარჩევნო უბანი იყო გაფორმებული, რომლებიც დილის 8 საათზე გაიხსნა. არჩევნებს 7 ათასამდე დამკვირვებელი აკვირდებოდა.

კომენტარები