საქართველოს პრეზიდენტი

პრეზიდენტი საქართველო-რუსეთის რკინიგზის პროექტის შეჩერებას მიესალმება

პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველო-რუსეთის რკინიგზის პროექტის შეჩერებას მიესალმება. ამის შესახებ ინფორმაცია პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდით გავრცელდა. სააკაშვილის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ ახალი ხელსუფლების საგარეო კურსში გაჩნდა რეალიზმის ნიშნები. 

"დღეს საქართველოს წინაშე ბევრი გამოწვევაა, არის ბევრი ცდუნებაც. რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხია, რომლებიც წინა პლანზე გადმოვიდა. უპირველესად, კმაყოფილებით მინდა აღვნიშნო, რომ გარკვეულ საკითხებში ჩნდება რეალისტური ნოტები. ბოლო კვირებისა და თვეების განმავლობაში ინტენსიური ლაპარაკია იმის შესახებ, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში მდებარე საქართველო-რუსეთის რკინიგზა ყოველგვარი წინაპირობის გარეშე უნდა გაიხსნას. თავისთავად, ეს გაუაზრებელი ნაბიჯი იყო, რომელიც, უპირველეს ყოვლისა, დააზარალებს საქართველოს უსაფრთხოებას, ქვეყნის პერსექტივებს და არაფერს არ აძლევს საქართველოს არც ეკონომიკური და არც სოციალური თვალსაზრისით. უფრო მეტიც, ეს არის აფხაზეთის რეინტეგრაციის საწინააღმდეგოდ გადადგმული ნაბიჯი. ბოლო დღეებში მთავრობის მხრიდან მოვისმინე ახალი განცხადებები იმის თაობაზე, რომ ეს პროექტი ახლა აღარ განიხილება და არის გრძელვადიანი განხილვისა და დისკუსიის თემა. მე უდავოდ ამას მივესალმები", ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში. 

სააკაშვილმა რამდენჯერმე აღნიშნა, რომ რკინიგზის გახსნა რუსეთის ინტერესებში შედიოდა და შეიძლება საქართველოს დაპყრობისთვის პლაცდარმი გამხდარიყო.

აფ­ხა­ზეთ­სა და და­ნარ­ჩენ სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის სარ­კი­ნიგ­ზო მი­მოს­ვლა 90-ია­ნი წლე­ბის კონ­ფლიქ­ტის შემ­დეგ შეწ­ყდა. 2004 წელს რუ­სეთ­მა სარ­კი­ნიგ­ზო მი­მოს­ვლა შექ­მნა სოჭ­სა და სო­ხუმს შო­რის. 2004 წლის ბო­ლოს კი სე­პა­რა­ტის­ტულ რე­გი­ონ­თან რკი­ნიგ­ზა სო­ჭი-სო­ხუ­მის მო­ნაკ­ვეთ­ზე გახ­სნა. ახალი ხელისუფლება რუსეთსა და საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის ინიციატივით გამოვიდა. 

 

კომენტარები