დღეს, 15 თებერვალს, გამართულ პრესკონფერენციაზე ფრაქცია თავისუფლებას თავმჯდომარემ ირაკლი შიხიაშვილმა განაცხადა, რომ თბილისის საკრებულოში ფრაქცია ნაციონალური მოძრაობა კიდევ ერთმა წევრმა - ზურაბ გაჩეჩილაძემ, იგივე შონზომ დატოვა. მისი თქმით, გაჩეჩილაძე უკვე შეუერთდა ფრაქცია თავისუფლებას.
"ხალხს უნდა სამართლიანი, დაბალანსებული ხელისუფლება ქალაქში. აქედან გამომდინარე, ყველა გონიერი, ღირსეული ადამიანი, ვისაც პასუხისმგებლობა აქვს საკუთარი ამომრჩევლის წინაშე, გაემიჯნება ნაციონალურ მოძრაობას და უახლოეს მომავალში დატოვებენ მათ რიგებს", - განაცხადა ირაკლი შიხიაშვილმა.
პრესკონფერენციაზე ცნობილი გახდა, რომ ზურა გაჩეჩილაძე თბილისში არ იმყოფება. იგი მომავალ კვირას დაბრუნდება ქალაქში და თავად გამოეხმაურება ამ ფაქტს.
შიხიაშვილის თქმით, ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება გაჩეჩილაძემ 8 თებერვალის მოვლენების შემდეგ მიიღო.
ამ დროისთვის თბილისის საკრებულოში უმრავლესობას 29 დეპუტატით ნაციონალური მოძრაობა ინარჩუნებს; ოპოზიციაში სულ 18 დეპუტატია, აქედან ფრაქცია თავისუფლებას - 7 დეპუტატი ჰყავს.





