დაკითხვა

დავით კირკიტაძე ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურაში იკითხება

სამუშაოს მაძიებლებთან დაკავშირებით აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურაში რეგიონის გუბერნატორს დავით კირკიტაძეს კითხავენ. 
კირკიტაძე დაკითხვაზე დროულად გამოცხადდა. მისი ინფორმაციით, დაკითხვის შეტყობინებაში წერია, რომ ქვემო ქართლის პროკურატურაში მოწმის სახით არის დაბარებული. 
"საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას არ აღმოაჩნდა სურვილი და არც კომპეტენცია იმისა, რომ რეალურად პრობლემების მოგვარება დაიწყოს. ამიტომ ისინი ცდილობენ, დაბარებებით, დაკითხვებით მოსახლეობის ყურადღება გადაიტანონ ამ საკითხებზე. მათ არა აქვთ გეგმა, როგორ უნდა გამოვიდეს ქვეყანა კრიზისიდან, არა აქვთ გეგმა, როგორ შეუმსუბუქონ მოსახლეობას ცხოვრება. მათ აქვთ გეგმა თუ ვინ დააკავონ, ვინ დაიჭირონ, ვინ სცემონ. აი, ეს არის სამწუხარო", - განაცხადა კირკიტაძემ სააგენტო ინტერპრესნიუსთან საუბარში.

კომენტარები