დაკითხვა

ქუთაისის პროკურატურაში ზურაბ ჭიაბერაშვილის დაკითხვა დასრულდა

დაახლოებით 4-საათნახევრიანი დაკითხვის შემდეგ, ზურაბ ჭიაბერაშვილმა დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურა დატოვა. მისი თქმით, გამოძიება ძირითადად  დაინტერესდა, თუ რატომ გააკეთა სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვის პროგრამა წინა მთავრობამ.  ჭიაბერაშვილის თქმით, ქვეყნის მოსახლეობას უმუშევრობა აწუხებს და ყველა მთავრობამ ამ საკითხს უნდა დაუთმოს ყურადღება.

„გამოძიების დაწყება ამ პროგრამის ირგვლივ ჩემთვის პოლიტიკურ კითხვებს აჩენს. უცნაურია, კითხვის ნიშნები დასვა იქ, სადაც არ არის, ივანიშვილმა უნდა დაასრულოს სამუშაოს მაძიებელთა იმ ბაზის შექმნა, რომელიც ჩვენ დავიწყეთ და უნდა შექმნას სამუშაო ადგილები და პოლიტიკური ოპონენტების დევნის ნაცვლად საქმეს მიხედოს. სამართალდამცავი ორგანოები დღეს პოლიტიკური ოპონენტების შანტაჟის იარაღად არიან ქცეული, პოლიტიკური ოპონენტების დევნა მიმდინარეობს ქუჩაშიც და ამიტომ მე არ გამოვრციცხავ, რომ ამ პირობებში დაკითხვაზე დამიბარონ თუნდაც მეორედ, ან მესამედ“, - ამბობს ჭიაბერაშვილი.

შეგახსენებთ,  ყოფილი პრემიერის ვანო მერაბიშვილის დაკითხვაც ამავე თემაზე მიმდინარეობს. 

კომენტარები