შსს

ირაკლი ღარიბაშვილმა ზუგდიდში დაჭრილი პოლიციელი მოინახულა

შს მინისტრმა  ირაკლი ღარიბაშვილმა ზუგდიდში დაჭრილი პოლიციელი დათო ქვარაია მოინახულა. დაჭრილ პოლიციელს ირაკლი ღარიბაშვილმა საჩუქრად პირადი, გლოკის ტიპის იარაღი გადასცა. 
მინისტრმა  ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ დათო ქვარაია ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაჭრეს. "დათო არის სამაგალითო პოლიციელი. ასე უნდა იქცეოდეს პოლიციელი. მან სახლში დაბრუნებისას შენიშნა, რომ 3-4 ახალგაზრდა ხმამაღლა საუბრობდა. მივიდა, გაერკვია, არ დარეკა და არ გამოიძახა ჯგუფი, მოუწოდა მათ სიმშვიდისკენ და ურთიერთშელაპარაკების შედეგად მოხდა ის, რაც ვნახეთ", - აღნიშნა ღარიბაშვილმა. 
 ექიმების ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია. 
შეგახსენებთ, რომ პოლიციის ლეიტენანტი დათო ქვარაია ზუგდიდში 12 თებერვალს დაჭრეს. ინფორმაცია პოლიციის ლეიტენანტის დაჭრის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა თენგიზ გუნავამ გაავრცელა. 

 

კომენტარები