შსს

ეროვნული ბიბლიოთეკის წინ მომხდარ ხულიგნობის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმად ეროვნული ბიბლიოთეკის წინ გუშინ, 8 თებერვალს, მომხდარ ხულიგნობის ფაქტთან  დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. საქმეს ძველი თბილისის სამმართველოს პოლიციის დეტექტივების განყოფილება იძიებს. 
”გამოძიებამ ინციდენტში მონაწილე 10 პირი, მოწმის სტატუსით, იმავე დღეს დაკითხა. დაკითხვის დასრულების შემდეგ,  სამართალდამცველებმა 2 პირი – მელორ ვაჩნაძე და მიხეილ მესხი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის შესაბამისად დააკავეს. ისინი წინასწარი დაკავების იზოლატორში არიან მოთავსებულები”, - ნათქვამია შსს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მელორ ვაჩნაძემ რუსთავის მე-17 დაწესებულება პარლამენტის მიერ განხორცილებული ამნისტიის შედეგად 13 იანვარს დატოვა. მოძრაობა შემოგვიერთდის ლიდერი თაღლითობისა და  სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა მიმართ წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით 2009 წლიდან იხდიდა სასჯელს. აღსანიშნავია, რომ იგი მონაწილეობას იღებდა 7 ნოემბრის აქციებში და საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ "სირცხვილის დერეფნის" დროს მომხდარ ინციდენტში, რომლის დროსაც ჟურნალისტ ნიკა ავალიანსა და მას შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირებული მხარეები მაშინ პატრიარქმა შეარიგა. 
შეგახსენებ, რომ 8 თებერვალს მომხარ ინციდენტთან დაკავშირებით სამართალდამცავებმა ასევე დააკავეს დეპუტატ ჩიორა თაქთაქიშვილის ფიზიკურ შეურაცხყოფაში ბრალდებული გიორგი მამალაძეც.  

კომენტარები