შსს

ღარიბაშვილი: სამინისტროში ჩემი მთელი წლის საუბრები ჩაწერილი დამხვდა

რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში, გადაცემა პოზიციაში შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ სამინისტროში მისვლისას მისი მთელი წლის საუბრები  ნახა, რომლებიც დისკებზე იყო ჩაწერილი. ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ აგენტების შეგზავნა და პირადი ცხოვრებით ოპონენტების შანტაჟი ახალი ხელისუფლების სტილი არაა. 

 "ჩემი მთელი წლის საუბრის აუდიოფაილები აღმოვაჩინეთ საიდუმლო არქივში, რომლებიც დისკებზე იყო ჩაწერილი. სხვა ძალიან საინტერესო მასალებსაც მივაგენით. დაგვხვდა ბევრი ადამიანის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალა, რაც ამაზრზენია და დავრწმუნდით, რასთან გვქონდა საქმე და რა მეთოდებით მუშაობდნენ ოპონენტების მისამართით. საკმაოდ მოცულობითი არქივია. ძალიან მძიმე კადრებია და ამ კადრების გამოქვეყნებას არ ვაპირებ, მაგრამ კონკრეტული პირები ძალიან მალე დაიკითხებიან. ამ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, ვიდეოფირები არა მხოლოდ პოლიტიკური პირების, არამედ სხვა, საზოგადოებისთვის ცნობილი სახეების პირად ცხოვრებასაც ასახავს. 

კომენტარები