იმერეთის მთავარ სამმართველოში, ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი, ამირან ძოწენიძე იკითხება.
გავრცელებული ინფორმაციით, საქმე გუშინ, მერიაში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას ეხება, რომლის დროსაც ძოწენიძესა და მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელს შორის ფიზიკური შეხლა-შემოხლა მოხდა.
„არ ვიცი რასთან არის დაკავშირებული ყველაფერი ეს. შემიძლია ვთქვა, რომ ვაშლს ნამდვილად არ ვთლი, გაუთლელად ვჭამ, სამმართველოდან დამირეკეს და მითხრეს, რომ დაკითხვაზე დაბარებული ვიყავი, მიზეზი არ უთქვამთ, ადვოკატის გარეშე მოვედი, ჩემთვის პირველი გამოცდილება იქნება და საინტერესო იქნება“, - განაცხადა ამირან ძოწენიძემ.



