პრემიერმინისტრი

ივანიშვილი: თავისუფალ დემოკრატებში ხალხი ნაციონალური მოძრაობიდანაა შეგზავნილი

"მგონია, რომ თავისუფალ დემოკრატებში ხალხი შეგზავნილია ნაციონალური მოძრაობიდან", - ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. მისი თქმით, ამაში რაიმე დანაშაული პარტიის წევრებს არ მიუძღვით. 
"მართლაც არსებობს ის კითხვები, რაც საგანელიძემ დასვა. გუშინ მე დამხვდა 20 დემონსტრანტი ჩემს სახლთან და მათ შევხვდი. ისინი აბაშიდან არიან ჩამოსულები და მათ არ მოსწონთ ხელმძღვანელად არჩეული პირი და არ მოსწონთ ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს აბაშის რაიონული ორგანიზაციის არჩეული ლიდერი. გასაკვირი არის ის, რომ არცერთი მათგანი ქართული ოცნების წევრი არ იყო. მათგან სამი იყო თავისუფალი დემოკრატებიდან. საგანელიძეს აქვს ეჭვი და მე ვფიქრობ, რომ ეს იყო ინსპირირებული ნაციონალური მოძრაობის მხრიდან. მე არ ვფიქრობ, რომ აქ თავისუფალი დემოკრატების დანაშაულია, მე მგონია, რომ იქაც შეგზავნილია ხალხი ნაციონალური მოძრაობის მხრიდან და ისინი ახერხებენ სიტუაციის ინსპირირებას", - განაცხადა ივანიშვილმა. 

პრემიერმა აღნიშნა, რომ საღამოს ირაკლი ალასანიას შეხვდება და აღნიშნულ საკითხებს განიხილავს. 

შეგახსენებთ, პოლიტიკური გაერთიანება ქართული ოცნების წარმომადგენელმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსთან საუბრისას განაცხადა, რომ თავისუფალ დემოკრატებს რაიონული ორგანიზაციებიდან რამდენიმე წევრის გარიცხვა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი თქმით, ის "სხვა დასკვნებს გამოიტანს". 

კომენტარები