დაკავება

აჭარის შემოსავლების სამსახურის უფროსი დაკავებულია

აჭარის შემოსავლების სამსახურის უფროსი გია ემირიძე დაკავებულია. დაკავების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია, წინასწარი ინფორმაციით, საქმე ქრთამის აღების ფაქტს ეხება.

ემირიძის დაკავებასთან დაკავშირებით, ფინანსთა სამინისტრო ბრიფინგს სავარაუდოდ დღეს გამართავს, სადაც დეტალური ინფორმაცია გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, გია ემირიძე აჭარის შემოსავლების სამსახურის უფროსად საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა 2012 წლის ნოემბერში წარადგინა.

კომენტარები