სოფლის მეურნეობის სამინისტრო

ქართული დელეგაცია რუსეთში 3 თებერვალს ჩავა

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან დავითაშვილმა სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსეთში გასამგზავრებლად ქართულ დელეგაციას ვიზები უკვე აქვს. მისი თქმით, დელეგაციის 7-კაციანი შემადგენლობა რუსეთში 3 თებერვალს ჩავა, ხოლო 4 თებერვალს ისინი გენადი ონიშენკოს შეხვდებიან. დავითაშვილის განცხადებით, აღნიშნული ვიზიტის შემდეგ, შესაძლოა, საქართველოს რუსული დელეგაცია ეწვიოს.

"სწორედ ონიშენკოს უწყება კრძალავს ქართულ ღვინოს და იღებს გადაწყვეტილებას, დაბრუნდება თუ არა რომელიმე ქართული ალკოჰოლური სასმელი რუსულ ბაზარზე. რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრის დეტალებს, პირველ შეხვედრაზე განიხილება მხოლოდ ტექნიკური საკითხები და რაიმე კონკრეტიკაზე იქ საუბარი არ იქნება", - აღნიშნა დავითაშვილმა.

 

 

კომენტარები