საქართველოს პრეზიდენტი

მიხეილ სააკაშვილი ევროპის საპარლამენტო ასამბლეას სიტყვით მიმართავს

დღეს, 21 იანვარს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ევროპის საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიას სიტყვით მიმართავს. დღის წესრიგით გათვალისწინებულია მსჯელობა რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაზარალებულ რაიონებში არსებული ჰუმანიტარული მდგომარეობის შესახებ. შვეიცარიელი თინა აკეტოფტის დასკვნის მიხედვით ამ თემაზე მომზადებული რეზოლუცია 23 იანვარს განიხილება. 

რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთის დელეგაცია ამ რეზოლუციის გაპროტესტებას აპირებს. იტარ-ტასისთვის მიცემულ ინტერვიუში რუსული დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილე ლეონიდ სლუცკი აცხადებს, რომ რეზოლუციის ეს პროექტი მეტისმეტად კრიტიკული და პოლიტიზებულია.

 "დასკვნაში ჩართულია ბევრი პოლიტიკა, სინამდვილეში კი ის უნდა იყოს წმინდად ჰუმანიტარული და ხალხის პრობლემის გადაწყვეტისკენ მიმართული. ამის ნაცვლად ყურადღება გამახვილებულია სხვადასხვა პოლიტიკურ დეტალებზე, ისეთებზე როგორიცაა შესვლა-გასვლა სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში თბილისის გავლით", - განაცხადა სლუცკიმ. 

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია სტრასბურგში 21-25 იანვარს გაიმართება.

კომენტარები