შინაგან საქმეთა სამინისტრო პრეზიდენტს მოუწოდებს, თავი შეიკავოს პოლიციის თანამშრომლების რეპუტაციის შემლახავი განცხადებებისგან. მიხეილ სააკაშვილმა სამეგრელოში ვიზიტისას განაცხადა, რომ უკვე დაფიქსირდა პატრულის თანამშრომლისთვის ქრთამის მიცემის ფაქტი.
შსს აცხადებს, რომ ქრთამის მიცემის არცერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა და მოუწოდებს მოსახლეობას, მსგავსი ინციდენტის არსებობის შემთხვევაში, სამინისტროს შეატყობინონ შემდეგ ტელეფონის ნომრებზე: 241 88 24, 241 88 81. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, იანვრის ბოლოს ამოქმედდება სპეციალური ცხელი ხაზი, სადაც მოქალაქეებს ქრთამის მოთხოვნის შემთხვევაში დარეკვა შეეძლებათ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ასევე უარყო პრეზიდენტის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ სამეგრელოში პოლიციის უფროსად დაბრუნდა კორუმპირებული პოლიციელი მეტსახელად "ყულაბა".





