ოქროს ბურთის დაჯილდოვება

ოქროს ბურთი მესის მეოთხედ გადასცეს

ციურიხში ფიფას ოქროს ბურთის დაჯილდოვების ცერემონია გაიმართა.  2012 წლის საუკეთესო მამაკაც ფეხბურთელად კვლავ არგენტინელი ლიონელ მესი დასახელდა და ამრიგად,  ისტორიაში პირველი ფეხბურთელი გახდა, ვისაც ოქროს ბურთი ოთხჯერ აქვს მოგებული. მეორე ადგილი პორტუგალიელმა კრიშტიანუ რონალდუმ დაიკავა, ხოლო მესამე პოზიცია მესის თანაკლუბელს ანდრეს ინიესტას ერგო.

საუკეთესო მამაკაცი ფეხბურთელის დარად, გამოვლინდა საუკეთესო ქალი ფეხბურთელი და ეს ამერიკელი ები უომბაკი გახდა. აღსანიშნავია, რომ ბრაზილიელი მარტა მეორე პოზიციას დასჯერდა და ეს ჯილდო რიგით მეექვსედ წლეულს ვერ მოიპოვა.

წლის საუკეთესო მწევრთნელად ვისენტე დელ ბოსკე დაასახელეს. ესპანეთის ნაკრების მწვრთნელმა ისეთ კოლეგებს აჯობა, როგორებიც მეორე ადგილოსანი ჟოზე მოურინიომ და მესამე ადგილზე გასული ხოსეპ გვარდიოლამ არიან. 

პუშკასის პრიზი საუკეთესო გოლის ავტორს, სლოვაკ მიროსლავ სტოხს გადაეცა. მეორე და მესამე ადგილები გაინაწილეს რადამირ ფალკაომ და ნეიმარმა, რომლებმაც ასევე შესანიშნავი სილამაზის გოლები გაიტანეს. ხსენებული გოლი, სტოხმა ფენერბაჰჩეს შემადგენლობაში გენჩლერბირლიგის კარში გაიტანა.

ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, 2012 წლის ფიფას პრეზიდენტის ჯილდო ფრანც ბეკენბაუერს გადაეცა, Fair Play-ს პრიზი კი უზბეკეთის ფეხბურთის ფედერაციას დარჩა.

კომენტარები