დაკითხვა

სალაყაიას დაკითხვა დასრულდა

მთავარ პროკურატურაში ყოფილი პრემიერ-მინისტრის მეუღლის თაკო სალაყაიას მოწმის სახით დაკითხვა დასრულდა. დაკითხვის შემდეგ სალაყაიამ ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთა, მისმა ადვოკატმა გოგიტა გაბაიძემ კი განაცხადა, რომ არსებობდა გარკვეული შეკითხვები, რომლებსაც პასუხი გაეცა. თუმცა, დაკითხის დეტალებზე მას არ უსაუბრია.

თაკო სალაყაიას დაკითხვა მთავარ პროკურატურაში 19.00 საათზე დაიწყო და საათნახევრის განმავლობაში მიმდინარეობდა. 

პრო­კუ­რა­ტუ­რის ცნო­ბით, სა­ლა­ყა­ია მოწ­მის სტა­ტუ­სით, 2005 წელს პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის ცე­მის საქ­მე­ზე დაიკითხა. ამ საქ­მე­ზე ბრა­ლი უკ­ვე წა­რედ­გი­ნათ კუდ-ის ყო­ფილ უფ­როსს და­თა ახა­ლა­ი­ას, კუდ-ის  თა­ნამ­შრომ­ლებს სო­სო თო­ფუ­რი­ძეს, გე­რონ­ტი ალა­ნი­ა­სა და ოლეგ მელ­ნი­კოვს. მათ დაუსწრებლად წინასწარი პატიმრობა აქვთ მისჯილი და ძებნაა გამოცხადებული. ოლეგ მელნიკოვი ამჟამად უკრაინაშია დაკავებული, პროკურატურამ მის ექსტრადირებას ელოდება. 

კომენტარები