დაკითვა

თაკო სალაყაია პროკურატურაში დაკითხვაზე გამოცხადდა

ყოფილი პრემიერის, ვანო მერაბიშვილის მეუღლე თაკო სალაყაია მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე გამოცხადდა. იგი 19 საათისთვის იყო დაბარებული. სალაყაია პროკურატურაში ადვოკატ გოგიტა გაბაიძესთან ერთად მივიდა. 

როგორც უწყებაში შესვლამდე სალაყაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მას უწყება დილით მიუვიდა , თუმცა არ იცის, რა საკითხზეა დაბარებული. 

პროკურატურის ცნობით, სალაყაია მოწმის სტატუსით, 2005 წელს პოლიციელების ცემის საქმეზეა დაბარებული. ამ საქმეზე ბრალი უკვე წარედგინათ კუდ-ის ყოფილ უფროსს დათა ახალაიას, კუდ-ის  თანამშრომლებს სოსო თოფურიძეს, გერონტი ალანიასა და ოლეგ მელნიკოვს. არცერთი მათგანი ამჟამად საქართველოში არ იმყოფება.

კომენტარები