-ელ ოქტომბერს გამართულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის სადამკვირვებლო მისიამ საბოლოო დასკვნა ვებგვერდზე გამოაქვეყნა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ არჩევნები კონკურენტულ გარემოში ჩატარდა და მოქალაქეეები აქტიურად მონაწილეობდნენ პროცესში. კამპანიას ახლდა მშვიდობიანი აქციები, თუმცა დაპირისპირებული გუნდების რიტორიკა ხშირად ხისტი იყო. წინასაარჩევნო პერიოდი კი დაძაბულობით გამოირჩეოდა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ კამპანია ნაკლებად იყო ორიენტირებული საარჩევნო პროგრამებსა და პოლიტიკურ პლატფორმაზე.
"სადამკვირვებლო მისია ახალ საარჩევნო კოდექსს ზოგადად აფასებს, როგორც ხელისშემწყობს დემოკრატიული არჩევნებისთვის, აღნიშნავს რა, რომ განხორციელებული იქნა ზოგიერთი წინამდებარე რეკომენდაცია, მათ შორის, დამოუკიდებელი დეპუტატების დაშვებისა. თუმცა, კვლავაც რჩება ისეთი ნაკლოვანებები, როგორიცაა მოსახლეობის რაოდენობის ფაქტორის უგულებელყოფა საარჩევნო მანდატების გაცემისას", - აღნიშნულია ანგარიშში.





