აშშ

უფროსი ჯორჯ ბუში რეანიმაციაშია

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, ჯორჯ უოლკერ ბუში ჰიუსტონის ჰოსპიტალის რეანიმაციულ განყოფილებაშია. 
88 წლის უფროსი ბუში თვეზე მეტია საავადმყოფოში მკურნალობს. თუმცა, გასულ კვირას, ყოფილი პრეზიდენტის მდგომარეობა მაღალი სიცხის გამო დამძიმდა და საჭირო გახდა მისი  რეანიმაციულ განყოფილებაში გადაყვანა. 
ექიმები აცხადებენ, რომ ქვეყნის 41-ე პრეზიდენტს მეთვალყურეობა სჭირდება. 
მან შობა ოჯახის წევრებთან ერთად საავადმყოფოში გაატარა. 
2012 წლის თებერვლიდან მოყოლებული ჯორჯ უოლკერ ბუში უკვე რამდენჯერმე მოხვდა საავადმყოფოში. თებერვალში, ცნობილი გახდა, რომ მას ქვედა კიდურების პარკინსონის დიაგნოზი დაუსვეს. ამდენად, გადაადგილებისას იგი ძირითადად ინვალიდის ეტლით სარგებლობს. ნოემბერის დასაწყისიდან კი ბუში უფროსი ბრონქიტს მკურნალობს.

კომენტარები