თავდაცვის სამინისტრო

გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილედ ვლადიმერ ჩაჩიბაია დაინიშნება

თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია დღეს, 25 დეკემბერს, შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილეს წარადგენს. გავრცელებული ინფორმაციით, ამ თანამდებობას პოლკოვნიკი ვლადიმერ ჩაჩიბაია დაიკავებს.

ჩაჩიბაია 2008-2009 წლებში გაერთიანებული შტაბის უფროსი იყო, სხვადასხვა დროს მეთაურობდა ქართულ სამშვიდობო კონტინგენტს ერაყში, იყო თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილეც. 

კომენტარები