"ნორმალური პროცესია, როცა ერთი პარტიის წაგებისა და მეორის გამარჯვების შემთხვევაში, გარკვეულ თანამდებობებზე პოლიტიკური ნიშნით ვინმე ინიშნება. თანმდევი მოვლენებია ის, რაც ხდება, ერთი-ორი კადრის ჩანაცვლება არ არის პოლიტიკური ნიშნით დანიშვნა. ეს ნორმალური პროცესია", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა თვითმმართველობებში თანამშრომელთა გათავისუფლების შესახებ.
ამასთან, პრემიერის თქმით, საჯარო მოხელეების აბსოლუტურმა უმრავლესობამ ახალი ხელისუფლების გამარჯვების შემდეგ შეინარჩუნა სამსახური და არც იგეგმება რეგიონებში თვითმმართველობის თანამშრომელთა მასობრივი გათავისუფლება.
"ამ ეტაპზე ამას ვერც მოვახერხებთ და ამის ბერკეტებიც არ გაგვაჩნია. არც ჩანაცვლება იგეგმება. ამ პროცესებში არ ვერევით. თუმცა, დღეისათვის შეიძლება ითქვას, რომ გაბერილია შტატები. ის ტრანსფერები, რაც რეგიონებში კეთდება, ძირითადად, ნაწილდება ხელფასებზე და რეგიონის განვითარებას პრაქტიკულად არ ხმარდება", - აღნიშნა მან.
შეგახსენებთ, თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 2010 წელს ჩატარდა, შემდეგი არჩევნები კი 2014 წელს არის დანიშნული.




