შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყოფილი პარლამენტარი და ნაციონალური მოძრაობის წევრი ანდრო ალავიძე დაკითხა. ალავიძის თქმით, დაკითხვა ქართუ ბანკის გაკოტრების მცდელობასთან დაკავშირებულ საქმის ფარგლებში მოხდა და ის დაიკითხა, როგორც ყოფილი კანონმდებელი.
ალავიძის თქმით, ის დაიკითხა მის მიერ ინიცირებულ კანონთან დაკავშირებით, რომელიც ქართუ ბანკის მტკიცებით მისთვის ზარალის მიმყენებელი აღმოჩნდა. თუმცა ალავიძის თქმით, კანონის მიღება ქართუ ბანკთან არანაირ კავშირში არ იყო. იგივე საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთ ყოფილ პარლამენტარს, ნაციონალური მოძრაობის წევრ ზვიად კუკავას დაკითხავს.




