შსს

ღარიბაშვილი: ნარკორეალიზატორების ციხიდან გამოშვება საფრთხეს შეიცავს

შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რუსთავი 2-თან ამნისტიის კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა, რომ თითოეული ნარკორეალიზატორის საქმე ინდივიდუალურად უნდა ყოფილიყო განხილული.

"ნარკორეალიზატორების ციხიდან გამოშვება გარკვეულ საფრთხეს შეიცავს. უფრო სწორად მიმაჩნია, ინდივიდუალურად ყოფილიყო განხილული თითოეული მათგანის საქმე. ოქტომბერში გაიზარდა დანაშაულის რიცხვი. მაგრამ, რაც მე დავინიშნე, ეს რაოდენობა მცირდება. არ არსებობს საფუძველი განცხადებებისთვის, თითქოს კრიმინალური სიტუაცია იძაბება", – აღნიშნა მან.

შეგახსენებთ, რომ 21 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა მწვავე განხილვების შემდეგ 80 ხმით, ამნისტიის შესახებ კანონი მიიღო.

კომენტარები