საქართველოს პრეზიდენტი

პრეზიდენტი უკანონო მოსმენებით აღშფოთებულია

უკანონო მოსმენების ფაქტი შეშფოთების საგანია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 20 დეკემბერს საღამოს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"დღეს დადასტურდა ფაქტი უკანონო მოსმენების. ეს არის ის ფაქტი, რომელსაც მრავალი წლის განმავლობაში ვებრძოდი მე პირადად და, რა თქმა უნდა, ყოველთვის წარმატებით არა. ის ხალხი, რომელიც მოსულია ხელისუფლებაში იმ ლოზუნგით, რომ ეს აღარასდროს უნდა განმეორებულიყო, ამას აკეთებს ბევრად უფრო დიდი აზარტით, ბევრად უფრო დიდი მასშტაბით და პირდაპირ დაშტამპულ ბრძანებებს იძლევა", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

შეგახსენებთ, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების სატელეფონო საუბრების ფარული ჩანაწერები გამოაქვეყნა.

 

კომენტარები