ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა იუსტიციისა და განათლების ყოფილი მინისტრი და რუსთავი 2-ის ამჟამინდელი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების, აგრეთვე ყოფილი ფინანსთა მინისტრი ალეკო ხეთაგური, თელასის გენერალური დირექტორი დევი კანდელაკი, ასევე კახა დამენია, გიორგი ნემსიწვერიძე და იზაბელა გუტიძე დააკავა, - ამის შესახებ საგამოძიებო სამსახურში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.
საგამოძიებო სამსახურის განმარტებით, გამოვლენილია ყოფილი მაღალჩინოსნების ორგანიზებითა და თანამონაწილეობით ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობის ქრთამის აღებისა და დანაშაულის შენიღბვის მიზნით ოფიციალური და საგადასახადო დოკუმენტების გაყალბების გზით შემუშავებული და განხორციელებული დანაშაულებრივი სქემა.
გამოძიების ვერსიით, 2012 წლის ივლისში, ხეთაგურის თხოვნით, ამ პირებმა ფიქტიური საწარმოს შექმნის გზით აიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობის ქრთამი ერთი მილიონი დოლარის ოდენობით შემდეგი კომპანიებისგან: ხრამხესი 1, ხრამხესი 2, თელასი, მტკვარი-ენერგეტიკა, თითქოსდა საკონსულტაციო მომსახურებისთვის.





