ფინანსთა სამინისტრო

საგამოძიებო სამსახურმა დროებით შეაჩერა მერიის ადმინისტრაციის უფროსის დაკითხვა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსის ნათია სუხიაშვილის ცნობით, თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსის ლუბა კოზმავას დაკითხვა დროებით შეჩერდა. ამის მიზეზი ის გახდა, რომ ლუბა კოზმავას ორი კვირის ახალშობილი ჰყავს და მეძუძური დედაა. 
სუხიაშვილის ინფორმაციით, კოზმავას დაკითხვა სხვა დროს გაგრძელდება. ამ დროისთვის უცნობია, რა საკითხზე მიმდინარეობდა კოზმავას დაკითხვა. 
დღეს, 13 დეკემბერს, დღის პირველ ნახევარში, თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსის დაკითხვასთან დაკავშირებით განცხადება მერიამაც გაავრცელა.

კომენტარები