საქართველო - ირანის ურთიერთობები

ზაქარეიშვილი: ირანი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ყოველთვის მკაფიოდ უჭერს მხარს

რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი საქართველოში ირანის ელჩს მაჯიდ სამადზადე საბერის შეხვდა. მინისტრის განცხადებით, ირანთან ურთიერთობა საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია და შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. 

"ირანი არის სახელმწიფო, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ყოველთვის მკაფიოდ და ცალსახად უჭერს მხარს. ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ, როგორც წესი, დასავლური სამყაროს, დასავლეთის დემოკრატიული სახელმწიფოების ხმა გვესმის. ირანის მხარდაჭერა არანაკლებად მნიშვნელოვანია, რადგან ეს სახელმწიფო არის ისლამური სამყაროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წარმომადგენელი. ამდენად, როცა ირანი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ასე მკაფიო მხარდაჭერას უცხადებს, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ პოზიციაზე არ არის მხოლოდ დასავლეთი და ეს არის მთელი მსოფლიოს დამოკიდებულება", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

 

კომენტარები