საქართველოს პრეზიდენტი

პრეზიდენტი აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკს ესტუმრა

საქართველოს პრეზიდენტი რამდენიმე ეპისკოპოსთან ერთად აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკს ესტუმრა და დაღუპულთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრო.  

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ცერემონიალის დასრულების შემდეგ, პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაიხსენა გრიგოლ ფერაძის საზოგადოებრივი თუ სასულიერო დამსახურებები. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, არქიმანდრიტი გრიგოლ ფერაძე დიდი ქართველი სასულიერო და საზოგადო მოღვაწე იყო, რომელიც ქართველებისთვის განათლების, თავისუფლებისა და მშვიდობის სიმბოლოდ იქცა.

მიხეილ სააკაშვილმა ყურადღება იმ სამ ძირითად გზავნილზე გაამახვილა, რომელიც გრიგოლ ფერაძემ საკუთარ ერს დაუტოვა. ეს არის საქართველოს განსაკუთრებული როლი და უდიდესი მნიშვნელობა რეგიონისთვის; რელიგიებს შორის დიალოგის აუცილებლობა და დამოკიდებულებები მუსლიმურ სამყაროსთან. ქვეყნის პირველი პირის თქმით, იგი არის კავკასიის ერთიანობის ღერძი და სწორედ მას ეკუთვნის ერთიანი კავკასიის იდეა.

კომენტარები