ისრაელი-საქართველო

საქართველოში ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი გადაიდო

"საქართველოში ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი გადაიდო", - ამის შესახებ ისრაელის ელჩმა იუვალ ფუქსმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ვიზიტის გადადების მიზეზი ელჩმა არ დააკონკრეტა. მისივე თქმით, ამ დროისთვის ცნობილი არაა, როდის ჩამოვა ავიგდორ ლიბერმანი საქართველოში. 

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის საქართველოში ვიზიტის შესახებ ინფორმაცია ისრაელის საინფორმაციო საშუალებებით ოქტომბერში გავრცელდა. აღნიშნული ცნობების თანახმად, ლიბერმანის ვიზიტი 2012 წლის ბოლოსთვის უნდა შემდგარიყო.  

კომენტარები