ვანო მერაბიშვილი

მერაბიშვილი ივანიშვილის პრესკონფერენციას გამოეხმაურა

"ჩემდა სამწუხაროდ და საქართველოს სამწუხაროდ, ქართული ოცნება არ აპირებს საკუთარი წინასაარჩევნო ძირითადი დაპირებების შესრულებას, თუმცა, აპირებს ანგარიშსწორებას ოპოზიციისა და განსხვავებული აზრის წინააღმდეგ", - ამის შესახებ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გენერალურმა მდივანმა ვანო მერაბიშვილმა დღეს, პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მერაბიშვილი ივანიშვილის პრესკონფერენციას გამოეხმაურა, სადაც პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ ტარიფების განახევრება "არ გამოვა"და წინასაარჩევნო დაპირება გადაჭარბებული იყო. 

 "როგორც ბიძინა ივანიშვილმა ბრძანა, პროკურატურა ვალდებულია რეაგირება მოახდინოს ყველა საჩივარზე. ეს გარკვეული რიტორიკა და მუქარაა. ნაციონალური მოძრაობა თავად გადაწყვეტს, როგორი რიტორიკით ისაუბროს", - აღნიშნა ვანო მერაბიშვილმა.

მისივე განცხადებით, იგი მომავალი კვირის ორშაბათს ჟურნალისტებს კიდევ ერთხელ შეხვდება და შს სამინისტროში არსებულ ვითარებასა და ქვეყანაში კრიმინოგენურ ვითარებაზე ისაუბრებს.

კომენტარები