იუსტიციის სამინისტრო

იუსტიციის მინისტრის კიდევ ერთი მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე იქნება

იუსტიციის მინისტრის მოადგილედ გოჩა ლორთქიფანიძე დაინიშნა. იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ახალ მოადგილეს დღეს  წარადგენს. 

გოჩა ლორთქიფანიძე იუსტიციის სამინისტროში ოთხი დეპარტამენტის მუშაობას გაუწევს კოორდინაციას. მას დაექვემდებარება შემდეგი დეპარტამენტები: საერთაშორისო საჯარო სამართლის, არბიტრაჟებსა და უცხო ქვეყნის სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო, აგრეთვე - ხელშეკრულებათა ექსპერტიზისა და სასამართლო წარმომადგენლობის.

სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გოჩა ლორთქიფანიძე იურისტია, განათლება მიიღო საქართველოსა და დასავლეთის ქვეყნების უნივერსიტეტებში, აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება ევროპისა და აშშ-ის წამყვან კვლევით ცენტრებში. სხვადასხვა დროს მუშაობდა როგორც სახელმწიფო, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებში. 

კომენტარები