მთავარი პროკურატურა

კუდ-ის ყოფილ დირექტორს ბრალი ორი მუხლით წაუყენეს

კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილ დირექტორს, ლევან ქარდავას ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთაში ედება. ამის შესახებ, დღეს გამართულ ბრიფინგზე, მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშილმა განაცხადა.

კბილაშვილის განმარტებით, კუდ-ის მთავარი სამმართველოს უფროსის, გიორგი ყავლაშვილის ჩვენებიდან, ირკვევა, რომ საბაჟო დეპატრამენტის ხელმძღვანელობას ჰქონდა დავალება, ბიძინა ივანიშვილთან და ქართუ ჯგუფთან დაკავშირებული ყველა ფირმის მიერ შემოტანილი ტვირთის შესახებ, კუდ-ის ხელმძღვანელობისთვის ეცნობებინა.

მისივე თქმით, კუდ-ის თანამშრომლები ,,ტვირთების გაჩერებას და ელექტროტექნიკის მწყობრიდან გამოყვანას ახდენდნენ, რათა მათი გამოყენება შეუძლებელი გამხდარიყო’’.

,,მოპოვებული მტიცებულებების საფუძველზე 15 ნოემბერს დაკავებულები იქნენ: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორი ლევან ქარდავა, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია სისხლის სამართლის კოდექსის 143 მუხლის მესამე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 333 მუხლით, ეს თავისუფლების უკანონოდ აღკვეთასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას შეეხება. კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მეორე მთავარი სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე ვახტანგ ბოჭორიშვილი, რომელსაც ბრალი 143 მუხლის მესამე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, 157 მუხლის მეორე ნაწილით და 333 მუხლის პირველი ნაწილით ედება. 157 მუხლი კი საუბრების უკანონო მოსმენას შეეხება. 

დაკავებულია კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის პირველი მთავარი სამმართველოს უფროსი გიორგი ყავლაშვილი, სისხლის სამართლის კოდექსის 187 მუხლის პირველი ნაწილით და 333 მუხლის პირველი ნაწილით; კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის პირველი მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე ზაალ მაისურაძე სისხლის სამართლის კოდექსის 143 მუხლის მესამე ნაწილის ა ქვეპუნქტით და 157-ე მუხლის მეორე ნაწილით და 133-ე მუხლის პირველი ნაწილით, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მეოთხე სამმართველოს უფროსი 158-ე მუხლით", - განაცხადა არჩილ კბილაშვილმა. 

 

კომენტარები