მთავარი პროკურატურა

გაერთიანებული შტაბის უფროსი და მე-4 ბრიგადის მეთაური დაკავებულები არიან

გაერთიანებული შტაბის უფროსი, გენერალი გიორგი კალანდაძე და შეიარაღებული ძალების მე-4 ბრიგადის მეთაური ზურაბ შამათავა დაკავებულები არიან. 
იუსტიციის სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, გიორგი კალანდაძეს ბრალი ძალაუფლების გადამეტებაში ედება. 
ის მთავარი პროკურორის თანდასწრებით, თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობაში 7 ნოემბერს, 05.20 საათზე დააკავეს.

კომენტარები