ახალი მთავრობა

ბიძინა ივანიშვილი: საქართველოში გენმოდიფიცირებული თესლის იმპორტი აიკრძალება

პრემიერმინისტრობის კანდიდატმა ბიძინა ივანიშვილმა,  მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცებასთან დაკავშირებით მიმდინარე პლენარულ სხდომაზე,  სოფლის მეურნეობის განვითარებისა და გენმოდიფიცირებული მზა პროდუქტების სავალდებულო მარკირების შესახებ ისაუბრა. 
„ხელი შეეწყობა ადგილობრივი კულტურული ჯიშების შენარჩუნებასა და ბიომეურნეობის განვითარებას. საქართველოში გენმოდიფიცირებული თესლისა და სანერგე მასალის იმპორტი აიკრძალება. აუცილებლად უნდა დავნერგოთ ტყით სარგებლობის თანამედროვე მეთოდები“, - განაცხადა ივანიშვილმა. 
პრემიერმინისტრობის კანდიდატის განცხადებით, საჭიროა ქალაქებში მოეწყოს ნარჩენების შეგროვებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურა, სტიქიური მოვლენების პროგნოზირების, მოსახლეობის დროული გაფრთხილების სისტემა და ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის განვითარება.

კომენტარები