ახალი მთავრობა

რომან გოცირიძე: ჩვენ გვეყოლება ახალგაზრდა პრემიერმინისტრი ძველმოდური იდეებით

ჩვენ გვეყოლება ახალგაზრდა პრემიერმინისტრი ძველმოდური იდეებით. ის პროგრამა, ეკონომიკური, რომელიც მან გაგვაცნო, ეს არის უკან გადადგმული ნაბიჯი და უკან დახევა იმ პრინციპებიდან რომელიც შეიქმნა საქართველოში, „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ და რომელმაც საქართველოს ეკონომიკა დააყენა ფეხზე. 6 წლის განმავლობაში ხდებოდა რევიზია ამ ეკონომიკური მოდელისა და ბოლო წერტილი, თავისი გამოსვლებით და იდეებით დაუსვა ახალმა პრემიერმინისტრმა და ახალი მთავრობა, ფაქტობრივად იქნება სოციალისტური იდეების მატარებელი, რომელიც კიდევ უფრო გააღრმავებს ეკონომიკაში პრობლემებს

ენმ-ს წევრი, რომან გოცირიძე, ახალ პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძეს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ახალი მთავრობა სოციალისტური იდეებით არის წარმოდგენილი.

კომენტარები