პარლამენტი

ბიძინა ივანიშვილი საპარლამენტო უმცირესობას შეხვდება

საპარლამენტო უმცირესობა და უმრავლესობა დღეს მინისტრობის კანდიდატებს შეხვდება. უმრავლესობის და უმცირესობის შეხვედრები ცალ-ცალკე გაიმართება. შეხვედრაში მინისტრთა კაბინეტის წევრების გარდა, პრემიერობის კანდიდატი ბიძინა ივანიშვილიც მიიღებს მონაწილეობას.

არსებული ინფორმაციით, ქართული ოცნების ლიდერი მხოლოდ უმცირესობის სხდომას დაესწრება. პრემიერმინისტრობის კანდიდატთან შეხვედრის სურვილი ნაციონალური მოძრაობის წევრებმა გამოთქვეს. როგორც უმცირესობაში აცხადებენ, ივანიშვილს იმ კითხვებზე მოუწევს პასუხების გაცემა, რომელიც მინისტრობის კანდიდატებმა პარლამენტის კომიტეტებში გამართულ სხდომებზე უპასუხოდ დატოვეს.

23 ოქტომბერს მინისტრობის კანდიდატებს პარლამენტის კომიტეტებში მოუსმინეს.

 

კომენტარები