ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზომ ბიძინა ივანიშვილი ბრიუსელში მიიწვია. ამის შესახებ ევროკომისარ შტეფან ფულესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს პარლამენტის თავჯდომარეობის კანდიდატმა დავით უსუფაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, ფულემ ქართული ოცნების ლიდერს ოფიციალური მიწვევა გადასცა ბრიუსელიდან და ბიძინა ივანიშვილის ვიზიტი, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში დაიგეგმება.
დავით უსუფაშვილის თქმით, ევროკომისართან ბიზნესცენტრში გამართული შეხვედრისას საუბარი საქართველოსა და ევროკავშირს შორის სხვადასხვა საკითხზე მიმდინარე მოლაპარაკებებს და ევროპულ სივრცეში ქვეყნის ინტეგრაციას შეეხებოდა.




