თამაზ თამაზაშვილი

თამაზ თამაზაშვილი საპყრობილეს დატოვებს

შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატის ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრი, თამაზ თამაზაშვილი საპყრობილეს დღეს, 10 ოქტომბერს დატოვებს. უზენაესი სასამართლოს ინფორმაციით, პროკურორსა და მსჯავრდებულს შორის საპროცესო შეთანხმება გაფორმდა.

თამაზ თამაზაშვილის ადვოკატის, შალვა თადუმაძის განცხადებით, საპროცესო შეთანხმების გაფორმების მიუხედავად, ის თავს დამნაშავედ არ ცნობს. თადუმაძის თქმით, შეთანხმების საფუძველზე მსჯავრდებულს დაპატიმრებიდან ერთი წლის თავზე, 11 ოქტომბერს უნდა დაეტოვებინა საპყრობილე, თუმცა პატრიარქის კურთხევით, მას ერ­თი დღით ად­რე გაათავისუფლებენ.

თამაზ თამაზაშვილი მსჯავრდებულ იქნა ცეცხლსასროლი იარაღის და ასაფეთქებელი მოწყობილობის უკანონო შეძენა, შენახვასა და ტარებაში. მას 3 წლისა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. თამაზაშვილი სასჯელს 2011 წლის 11 ოქტომბრიდან იხდის.

 

კომენტარები