თამაზ თამაზაშვილი

თამაზაშვილი თავს დამნაშავედ არ სცნობს

თამაზ თამაზაშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატის ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრი, თავს დამნაშავედ არ სცნობს. მიუხედავად ამისა, მასთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება და ის 10 ოქტომბერს ციხიდან გამოვა. პროკურატურამ ჩათვალა, რომ 1 წლიანი პატიმრობა საკმარისი იყო. 1 წელი თამაზაშვილის დაპატიმრებიდან 11 ოქტომბერს გადიოდა, თუმცა პატრიარქის კურთხევით, მას ერთი დღით ადრე გაათავისუფლებენ.

თამაზაშვილი მსჯავრდებულ იქნა ცეცხლსასროლი იარაღის და ასაფეთქებელი მოწყობილობის უკანონო შეძენა, შენახვასა და ტარებაში და მას 3 წლისა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. 

საქმე ბიძინა ივანიშვილის განსაკუთრებულ ყურადღების ქვეშ მოექცა. არჩევნების შემდეგ პირველ პრესკონფერენციაზე, ივანიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ თამაზაშვილს საპროცესო გარიგების საფუძველზე მალე გაათავისუფლებდნენ. 

კომენტარები