ოკუპირებული აფხაზეთი

ანქვაბი: თუ ქართული ოცნება აფხაზეთის დაბრუნებაში მდგომარეობს, ეს ოცნება აუხდენელია

კოალიცია ქართული ოცნების საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას, აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებაში გამოეხმაურნენ. 
საინფორმაციო სააგენტო Апсныпресс-ის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში, აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტი, ალექსანდრ ანქვაბი აცხადებს, რომ მოლაპარაკებებს მხოლოდ თანაბარ პირობებში დათანხმდება.
მისი თქმით, თუ ,,ქართული ოცნება საქართველოსთვის აფხაზეთის დაბრუნებაში მდგომარეობს, მაშინ ეს ოცნება აუხდენელია’’, ხოლო სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია. 
,,თუ ქართული ოცნება სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერას გულისხმობს, მაშინ ამ საკითხის განხილვა შესაძლებელია. ჩვენ ცხოვრობთ კონსტიტუციით, სადაც აღნიშნულია, რომ აფხაზეთი არის დამოუკიდებელი სახელმწიფო და ეს საკითხი გადახედვას არ ექვემდებარება. ეს არის არა მხოლოდ აფხაზეთის მთავრობის, არამედ აფხაზი ერის აზრი."-აცხადებს ალექსანდრ ანქვაბი.

კომენტარები