ლაბორატორია1918

ლაბორატორია 1918-ის წევრს ჯარიმა დაეკისრა

სტუდენტური მოძრაობა ლაბორატორია 1918-ის წევრი სანდრო ცაგარელი გათავისუფლებულია. სანდრო ცაგარელს პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლით ჯარიმა დაეკისრა 400 ლარის ოდენობით. მან უკვე დატოვა საქალაქო სასამართლო.

შეგახსენებთ, სანდრო ცაგარელი გუშინ, თსუ-ს პირველი კორპუსის ეზოში გამართული საპროტესტო კონცერტის შემდეგ დააკავეს.

შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ცა­გა­რელ­მა სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს სიტ­ყვი­ე­რი შე­უ­რაც­ხყო­ფა მი­ა­ყე­ნა.

გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ვერ­სია აქვთ სხვა აქ­ტი­ვის­ტებს, რომ­ლე­ბიც მომ­ხდარს შე­ეს­წრნენ: ორმა მათ­გა­ნმა ტე­ლე­კომ­პა­ნია მა­ეს­ტროს ეთერ­ში განაც­ხა­და, რომ სან­დრო ცა­გა­რე­ლი ქუ­ჩა­ში ტაქ­სის გა­ჩე­რე­ბას ცდი­ლობ­და, პო­ლი­ცი­ამ ის სრუ­ლი­ად უმი­ზე­ზოდ  მან­ქა­ნა­ში ჩას­ვა  და წა­იყ­ვა­ნა.

კომენტარები