ლაბორატორია1918

ლაბორატორია 1918-ის წევრები ქუთაისის პარლამენტის შენობასთან აქცია მართავენ

ლაბორატორია 1918-ის წევრები ქუთაისის პარლამენტის შენობასთან აქციას მართავენ. აქციის მონაწილეებს ახლადარჩეული დეპუტატების მიმართ რამდენიმე მოთხოვნა აქვთ, მათ შორის შრომის კოდექსის შეცვლა. 

,,ვითხოვთ შრომის კოდექსის შეცვლას, რომ მონათმფლობელური შრომის კოდექსი აღარ იყოს. ასევე, მოვითხოვთ ხელმისაწვდომი გახდეს განათლება ყველა ახალგაზრდისთვის და დაისაჯოს ყველა ის ადამიანი, რომელიც ძალადობდა ადამიანებზე ბოლო წლების განმავლობაში. შევიკრიბეთ იმიტომ, რომ ეს საკითხები დააყენონ ახალმა დეპუტატებმა პირველ რიგში, რადგან ისინი არიან ჩვენი აზრის გამომხატველები და უნდა იცოდნენ რა მოთხოვნები გვაქვს მათთან.''-განაცხადა ლაბორატორია 1918-ის ერთ-ერთმა წევრმა ალექსანდრე ცაგარელმა. 

როგორც ცნობილია, აქციის მონაწილეები ქუთაისიდან ჭიათურაში გადაინაცვლებენ, სადაც მაღაროელების სოლიდარობის ნიშნად აქციას გამართავენ.

კომენტარები