გამოძიება

ბურჯალიანი: პოლიტიკოსები ქურდებთან არეულობის გეგმებს განიხილავდნენ

საქართველოს იუსტიციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა პარიზში ფრანგი კოლეგებისგან გამოძიების მასალები მიიღეს, რომლებიც ქართველ პოლიტიკოსთა და კრიმინალური სამყაროს წარმომადგენელთა კავშირს ადასტურებს.

როგორც ტელეკომპანია იმედთან საუბრისას საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ თინა ბურჯალიანმა განაცხადა, საფრანგეთის ჟანდარმერიის მიერ წარმოებული გამოძიების მასალები ეხება „კანონიერი ქურდების კავშირებს ზოგიერთ ქართველ პოლიტიკოსთან“. მისი თქმით, ეს მასალები ადასტურებს, რომ პოლიტიკოსები და კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლები საქართველოში 1 ოქტომბრის შემდეგ „დესტაბილიზაციის, არეულობის და შესაძლო ძალადობის“ გეგმებს განიხილავდნენ.

თინა ბურჯალიანის თქმით, უფრო მეტი დეტალი ამ გამოძიების შესახებ საზოგადოებისთვის ხვალ გახდება ცნობილი.

 

კომენტარები