მთავარი პროკურატურა

მურთაზ ზოდელავა: ბედუკაძემ 2 მლნ აშშ დოლარი მიიღო

მთავარ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე მურთაზ ზოდელავამ განაცხადა, რომ  პატიმრების წამების კადრები ორ კატეგორიად იყოფა. ერთი სისტემური ხასიათის დანაშაულს ასახავს. მეორე კი ანგარებით ჩანდენილ ქმედებებს. 
მთავარმა პროკურორმა განაცხადა, რომ ბედუკაძე-ფურცხვანიძის დანაშაულებრივი ჯგუფი დანაშაულს ანგარებით სჩადიოდა, რათა შემდეგ მესამე დამკვეთი პირისთვის გადაეცათ. 
ზოდელავას თქმით, ვლადიმერ ბედუკაძემ შემკვეთისგან უკვე მიიღო 2 მილიონი აშშ დოლარი.
პროკურორის ასევე დასძინა, რომ დღეს დილით კიდევ ერთი მაღალჩინოსანი გლდანის მერვე საპყრობილის არასრულწლოვანთა განყოფილების ინსპექტორი კობა ჩიკვატია დააკავეს. იგი, ადრე დაკავებულ 10 თანამშრომელთან ერთად, უკვე წარსდგა სასამართლოს წინაშე.

კომენტარები