Life

Guide 21 - 27 მაისი

11 ივნისს სტამბოლის სულთანაჰმედის უბანი გია ყანჩელის კონცერტს უმასპინძლებს – აია ირენეს მუზეუმში კომპოზიტორის სიმფონიური ნაწარმოების მსოფლიო პრემიერა გაიმართება. კონცერტი ეძღვნება ბენიამინ სიონმეზს, თურქ ჩელისტს, რომელსაც ასევე უნდა მიეღო მასში მონაწილეობა, მაგრამ გასული წლის ბოლოს გარდაიცვალა. კონცერტზე დაუკრავენ გიდონ კრემერი, გიედრე დირვანაუსკაიტე და მამუკა ღაღანიძე, ბილეთის ფასი კი 34-დან 250 თურქულ ლირამდე მერყეობს.

რა შეიძლება მივიღოთ, თუ ორი ისეთი ბრენდის ძალები გაერთიანდება, როგორებიც არიან Ducati და Diesel-ი? არც მეტი და არც ნაკლები, მონსტრი. რენცო როსო, დუკატის კონსტრუქტორებთან ერთად, მილიტარი სტილში ქმნის Ducati Monster Diesel-ს, მოტოციკლს, რომელიც მსურველებისთვის ივლისიდან იქნება ხელმისაწვდომი. სპეციალურად მოტოციკლის მოყვარულებისთვის Diesel-ი სამოსის ხაზსაც უშვებს ბაიკერის ქურთუკებით, მაისურებით და სხვადასხვა აქსესუარებით.

Gucci-ს უკვე ყველასთვის კარგად ნაცნობ სუნამოს Flora ხუთი ახალი არომატი აქვს – Flora Garden Collection მათ გარდენიის, ტუბეროზის, მაგნოლიის, იისა და მანდარინის დომინანტი ნოტებით გვთავაზობს. ფრიდა ჯანინის თქმით, Flora-ს ყველა სუნამო მომხიბვლელი, ოპტიმისტი და რომანტიკული ქალისთვის იქმნება. აქედან გამომდინარე, შემთხვევითი არ უნდა იყოს, რომ კომპანიამ სარეკლამო სახედ ები ლი კერშოუ აირჩია.

 

კომენტარები