
1) ანა დელო რუსოს სახელი მოდის სამყაროში ყველამ იცის – ყველაზე ექსცენტრიკული ინსაიდერი ყველაზე ექსტრავაგანტური სტილითაც გამოირჩევა. იაპონური Vogue-ის შემოქმედებითმა კონსულტანტმა ახლახან H&M-ისთვის აქსესუარების კოლექციაც შექმნა – მასში შევა სამაჯურები, საყურეები, მზისგან დამცავი სათვალეები, ფეხსაცმელი, პატარა ჩანთები და მაღაზიებში წლეულს ოქტომბერში გამოჩნდება.
2) FORENINGEN ROSKILDE FESTIVAL
დაიწყო ზაფხული და მასთან ერთად მუსიკალური ფესტივალების ცხელი სეზონიც. ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ხმაურიანი Roskilde-ს ფესტივალი 5 ივლისს დანიაში გაიხსნება და ოთხი დღის განმავლობაში, რვა სცენაზე, ორასამდე მუსიკალური ჯგუფი თუ შემსრულებელი დაუკრავს. მუსიკოსების სიაში ნახავთ ისეთ ცნობილ სახელებს, როგორებიცაა: Björk, Bon Iver, Bruce Springsteen, The Cure, The Roots, M83 და ბევრი სხვა.






