1) მხატვარი დემიენ ჰერსტი ალექსანდრ მაქქუინისთვის შარფების კოლექციას ქმნის. ის ლიმიტირებული იქნება და ბრენდის საფირმო პრინტის ათი წლის იუბილეს მიეძღვნება. აღსანიშნავია, რომ ჰერსტი მოდის სახლის წარმომადგენლებმა სიმეტრიული დიზაინის სიყვარულის გამო აირჩიეს. შთაგონების წყაროდ მხატვრის ნამუშევრები იქცა სერიიდან „ენტომოლოგია", ასე რომ, მაქქუინისეულ ჩონჩხებთან ერთად ახლა ფერად მწერებსაც ვნახავთ. კოლექციაში სულ ოცდაათი შარფი იქნება და ის საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი შუა ნოემბრიდან გახდება.

3) გადახვიდე შემდეგ მუსიკალურ კომპოზიციაზე, შეამოწმო შემომავალი ზარები, დაურეკო მეგობარს, აკონტროლო ფოსტა და შეტყობინებები facebook-ზე ისე, რომ მობილური ტელეფონი ჯიბეში ან ჩანთაში გქონდეს, რთული წარმოსადგენია. Sony კი SmartWatch 2-ს სწორედ ამისთვის ქმნის. ჭკვიანი საათი მობილურ ტელეფონს ან პლანშეტურ კომპიუტერს ბლუთუსის საშუალებით უკავშირდება, მხოლოდ ერთი პირობით – თუ მათი სამუშაო პლატფორმა ანდროიდის მეოთხე ვერსიაა.
4) მასზე ვიცით, რომ ულამაზესი baby doll სილუეტები შექმნა, მაგრამ ალბათ არ გვსმენია ის, რომ საშუალო ასაკის, დაბალი და ტანსრული ქალების ჩაცმა უყვარდა. ის იმდენად გაურბოდა საზოგადოებას, რომ არ იცნობდა თავის ძალიან ცნობილ თაყვანისმცემლებსაც კი. კრისტობალ ბალენსიაგა ის დიზაინერია, რომელიც ფრანგ ჟურნალისტებსაც ხანდახან არარსებულ პიროვნებად მიაჩნდათ. მათ არ დაეთანხმებოდა ფლორეტ შელო, ქალი, რომელმაც ბალენსიაგასთან მრავალი წელი იმუშავა. მისი დახმარებით მერი ბლიუმი დიზაინერის ბიოგრაფიის უცნობ დეტალებზე გვიყვება თავის წიგნში The Master of Us All, რომელიც ბალენსიაგას სამყაროს საინტერესო კუთხით გვაჩვენებს.

6) Quintessentially – ამგვარად გემრიელი უნდა იყოს სასმელი, რომელიც ნატურალური ხორბლისგან მზადდება და 52 ფუნტი სტერლინგი ღირს. ექვსგზის დისტილირებული არაყი Quintessentially Group-ის პირველი პროდუქტია სასმელების ბაზარზე და, როგორც მწარმოებელი გვპირდება, განსაკუთრებულად რბილი არომატით გამოირჩევა. როგორც ჩანს, მისი სახით მარტინის კიდევ ერთი ღირსეული მეგობარი გამოუჩნდა.




