სასჯელაღსრულების სისტემა

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ათ თანამშრომელს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ათ თანამშრომელს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

დაკავებულთაგან ოთხს პატიმრობა წამების მუხლით, ხოლო დანარჩენ ექვსს - პატიმრებისადმი დამამცირებელი მოპყრობისთვის შეეფარდა.

შეგახსენებთ, და­კა­ვე­ბუ­ლი არი­ან: დე­პარ­ტა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლე გა­გა მკურ­ნა­ლი­ძე, გლდა­ნის მერ­ვე საპ­ყრო­ბი­ლეს დი­რექ­ტო­რი და­ვით ხუ­ჭუა, დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე ვიქ­ტორ ყა­ჭე­იშ­ვი­ლი. საპ­ყრო­ბი­ლის უსაფ­რთხო­ე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სი ლე­ვან ფურ­ცხვა­ნი­ძე, მერ­ვე საპ­ყრო­ბი­ლის რე­ჟი­მის უფ­რო­სი ინ­სპექ­ტო­რი გი­ორ­გი კვა­რაც­ხე­ლია, მერ­ვე საპ­ყრო­ბი­ლის რე­ჟი­მის გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სი ოლეგ ფა­ცა­ცია, კონ­ტრო­ლის ინ­სპექ­ტო­რი მა­ნუ­ჩარ ლომ­თა­ძე, ოპე­რა­ტი­უ­ლი მო­რი­გე გე­ლა ცო­მა­ია, კონ­ტრო­ლი­ო­რი ლე­ვან ფხა­ლაძე და უსაფ­რთხო­ე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბის ინ­სპექ­ტო­რი ბო­რის ფა­რუ­ლა­ვა.

პა­ტი­მარ­თა წა­მე­ბის ფაქ­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბით 11-ე პი­როვ­ნე­ბას, მო­რი­გე-ინ­სპექ­ტორ ვლა­დი­მერ ბე­დუ­კა­ძეს და­უს­წრებ­ლად წა­რედ­გი­ნა ბრა­ლი. 

თბილისის საქალაქო სასამართლოში პატიმრების წამებისა და არაადამიანური მოპყრობის საქმეზე მორიგი სხდომა, 8 ნოემბერს, 11:00 საათზე გაიმართება.

კომენტარები