თავდაცვის მინისტრის მოადგილე დათა ახალია და თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული შტაბის ადმინისტრაციის უფროსი სოსო თოფურიძე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოში იმყოფებოდნენ. ამის შესახებ ”ნეტგაზეთს” პატრიარქის პრესმდივანმა მამა მიქაელ ბოტკოველმა განუცხადა. მაღალჩინოსნები ილია მეორეს შეხვდნენ.
"ცოტა ხანს გაგრძელდა შეხვედრა. რაზე ისაუბრეს, არ ვიცი. მე იქ არ ვყოფილვარ." - განაცხადა მამა მიქაელ ბოტკოველმა.
თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა საპატრიარქო უკომენტაროდ დატოვეს.




